შინ - უცხოეთში რადიო თავისუფლება
-
- Society & Culture
-
პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით
გადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებს
მოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინა
სამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.
-
-
შინ - უცხოეთში: ჰელენა გეორგე
ჰელენა გეორგე (ელენე ხურციძე-ვენკი) მსახიობია მიუნხენში, თეატრის მსახიობი. თავის ქმართან, მიხაელ ვენკთან ერთად უძღვება ბავარიის დედაქალაქში „იოჰანეს გალის თეატრს“, რომელიც საწვრთნელი ცენტრიც არის დიდისა და პატარისათვის. ჰელენა გეორგე ქოუჩიც არის, რეჟისორიც, ბავშვების აღმზრდელიც და მხატვარიც.
-
შინ უცხოეთში: გურამ ჩაჩანიძე
გურამ ჩაჩანიძე ათენელი არტისტია.
გვიამბობს ფოტოხელოვნებაში ძვრებზე, ათენში გადაღების უპირატესობაზე და იმაზეც, რომ ეს ქალაქი კვალს ამჩნევს არტისტს.
ბოლო გამოფენა ქალთა უფლებებს ეხებოდა: „ადამის ნეკნი, ტიპოგრაფიული შეცდომა“.
მისი პიესა კი მწვავე თემაზეა: საბერძნეთში სამუშაოდ წასულ ქალებზე. -
მართლმადიდებელი თეოლოგი კათოლიკური „კარიტასის“ სამწყსო მსახურებაში - მირიან გამრეკელაშვილი
მირიან გამრეკელაშვილი ბავარიაში ცხოვრობს, იქ დაიცვა სადოქტორო თემა. მიუნხენში მოიკიდა ფეხი ოჯახთან, ცოლსა და გოგონასთან ერთად. თეოლოგის დოქტორი, მკვლევარი, კათოლიკური ეკლესიის „კარიტასად“ წოდებულ სოციალურ სამსახურში სოციალური მუშაკია, მისი ძირითადი საქმიანობა უცხოეთიდან ჩასულ ადამიანებზე ზრუნვაა.
-
შინ უცხოეთში: დავით მალტეზე (მაღალთაძე)
საბერძნეთის ბევრ თეატრში არაერთი როლი უთამაშია დავით მალტეზეს (მაღალთაძე). თეატრის მსახიობი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკის ავტორი, მომღერალი, საბერძნეთში ეპიდავროსის თეატრის სცენაზე დგას, ამჟამად მუშაობს ესქილეს, ბევრი მკვლევრის მიერ მთავარ ნაწარმოებად მიჩნეულ, „ორესტეაზე“.
-
ნინო ხარატიშვილის „პენთესილეა. რეკვიემი“ ბერლინში
პოდკასტი „შინ უცხოეთში“ ბერლინში გამართულ თეატრალურ წარმოდგენაზე გიამბობთ. ქართულ-გერმანული „პენთესილეა. რეკვიემი“ ნინო ხარატიშვილმა დადგა თავისივე დრამის მიხედვით. პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე ბერლინში პრემიერას დაესწრო.
Customer Reviews
მადლობა
მადლობა