რა არის და როგორ მუშაობს კინოფონდი "ევრიმაჟი?" ჩვენი სტუმარია რეჟისორი ნინო კირთაძე. პოდკასტი "დ
Description
„ევრიმაჟი“ არის ევროსაბჭოს პროგრამა, რომელიც ევროპის ქვეყნების კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ფონდი ძირითადად აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ, ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.
საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. 2011 -21 წწ ევრიმაჟის საწევრო გადასახადის სახით გადახდილია 1 222 846, 29 ევრო. 2011-21წწ დაფინანსდა 19 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია, ჯამურად 3 643 494 ევროთი. 2019 წლიდან, „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელია რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე.
ევრიმაჟი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის, იმისათვის რომ ფილმის გადაღებების დასასრულებლად დამატებითი თანხები მოიპოვონ. ამასთანავე, აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს ერთ-ერთ პრესტიჟულ ფონდს, რომელიც გზას უხსნის ქართველ პროდიუსერებს და რეჟისორებს მოიპოვონ წარმატება საერთაშორისო ბაზარზე. ფონდის მიერ დაფინანსებულია 19 პროექტი.
ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად.
2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub
კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ...
Published 03/31/24
ისტორიული ფილმები პროპაგანდაა თუ წარსულის გააზრება, ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.
საზოგადოებას საკუთარი ისტორიისა და წარსულის შემეცნებისა და გააზრების სურვილი ყველა ეპოქაში ჰქონდა, რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს დღევანდელი ფილმწარმოება და როგორ ისტორიულ ფილმებს ელოდებიან...
Published 03/17/24