Episodes
ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად.
2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub
კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ რეპერტუარს ადგნენ და აუდიტორიას სთავაზობენ. ჩვენებებზე დასწრებისთვის ბილეთების შეძენაა საჭირო, როგორც წესი დარბაზი ყოველთვის სავსეა. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია იმართება, რომელსაც კურატორი უძღვება...
Published 03/31/24
ისტორიული ფილმები პროპაგანდაა თუ წარსულის გააზრება, ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.
საზოგადოებას საკუთარი ისტორიისა და წარსულის შემეცნებისა და გააზრების სურვილი ყველა ეპოქაში ჰქონდა, რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს დღევანდელი ფილმწარმოება და როგორ ისტორიულ ფილმებს ელოდებიან ისტორიკოსები
შინაარსი:
00:00 - შესავალი
02:37 - უნდა ასახავდეს თუ არა ფილმი ისტორიულ სინამდვილეს?
07:36 - ვინ და როგორ უნდა განისაზღვროს ისტორიული ფილმის წარმოების მიზნები?
10:41 - გიორგი სააკაძე -...
Published 03/17/24
ბერლინში, პოტსდამზე, კინოპროდიუსერ თიკო ნადირაშვილს შევხვდით.
თიკო სერიალების წარმოებაზე, ბერლინალეს ტალანტ კამპუსზე, ფესტივალის საკონკურსო ფილმებსა და ქალაქზე გვიყვება.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. 15-25 თებერვალი, 2024 წ.
Published 03/10/24
ირინა გელაშვილი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „მწარე შაქარის“ პროდიუსერია, რეჟოსორ ანა ბარჯაძესთან ერთად ბერლინში ევროპული კინო მარკეტზე კოპროდისერებს ხვდება და ბაზრობის მუშაობის სპეციფიკას გვაცნობს.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. 15-25 თებერვალი, 2024 წ.
Published 03/03/24
2024 წლის თებერვალს ქ. ბერლინში, "ბერლინალეს" ფორუმის სექციაში ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმის "დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" ჩვენებები გაიმართა.
ფილმის ავტორსა და რეჟისორს ლანა ღოღობერიძეს ევროპული პრემიერის შემდეგ ესაუბრა ლევან შუბაშვილი.
Published 02/25/24
2024 წელს ბერლინის ევროპულ კინო ბაზრობაზე საქართველოს ორი სტენდი ექნება ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს კინო ინსტიტუტის.
რისთვის შეიქმნა საქართველოს კინო ინსტიტუტი, რა გეგმები აქვს და რას წარადგენს ბერლინში, ჩვენი სტუმარია კინო ინსტიტუტის პრეზიდენტი, კინორეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი.
შინაარსი
00:00 - მისალმება
00:25 - სტუმრის წარდგენა
00:44 - რა არის საქართველოს კინო ინსტიტუტი?
03:34 - იქნება თუ არა კინო ინსტიტუტი ალტერნატიული დამფინანსებელი?
09:08 - სტენდი ბერლინალეზე
11:39 -...
Published 02/11/24
რა ტენდენციებია მსოფლიო ანიმაციაში, სად და რა ეტაპზეა ქართული ანიმაცია, სირთულეები და გამოწვევები.
ჩვენი სტუმარია სტუდია "ანიმატორის" თანადამფუძნებელი, რეჟისორი და ანიმატორი ნათია ნიკოლაშვილი
შინაარსი:
00:00 - ქუდი
00:22 - წარდგენა
01:33 - ანიმაციის თანამედროვე ტენდენციები
04:30 - რა ღირს ანიმაციის წარმოება
06:33 - ანიმაცია როგორც ბიზნესი
10:26 - ანიმაციური პროექტი “სოხუმი”
11:57 - შემოქმედებითი პროექტების კომერციული პოტენციალი
12:33 - სარეკლამო ქართული ანიმაციური რგოლები
14:57 - ანიმაცია...
Published 01/28/24
2023 წელს მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ქართულ კინო სფეროში, ტენდენციები რომელიც გასულ წელს გაჩნდა მომავალ წლებზეც იქონიებს გავლენას.
წლის შეჯამება პოდკასტში "დირექცია"
შინაარსი:
- შესავალი
- სახელმწიფო და კინო
- აფხაზეთის თემა კინოში
- ქართული დოკუმენტური ფილმები
- ოსკარზე გასაგზავნი ფილმები
- ონლაინ პლატფორმები
- სერიალები და კომერცია
- ოთარ იოსელიანის სამახსოვროდ
- შეჯამება
Published 01/14/24
ზაფხული კინო სფეროსთვის დაძაბული გამოდგა, კინოცენტრის ხელმძღვანელობის შეცვლამ და რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დათხოვნამ კინემატოგრაფისტების დიდ ჯგუფში საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია.
ხოლო 2023 აგვისტოდან 500-მდე კინემატოგრაფისტი ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა და ყველანაირ თანამშრომლობაზე უარი თქვა კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრთან, ჩვენი სტუმარია ამ მოძრაობის წარმომადგენელი კინორეჟისორი სანდრო კობერიძე.
00:00 შესავალი
03:13 სტუმრის წარდგენა
03:34 სამთვიანი პროტესტის ზოგადი...
Published 09/17/23
რეჟისორ ლუკა ბერაძე დოკუმენტური ფილმის – „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრმა 2019 წელს დააფინანსა, პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის ავტორები ფესტივალზე კრიტიკულად გამოვიდნენ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე.
პრემიერის შესახებ კინოცენტრის გვერდზე არაფერი არ გამოქვეყნებულა, გარდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ინფორმაციისა, სადაც აღნიშნულია, რომ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია...
Published 07/16/23
თანამშრომელთა “ამბოხი”
სტუმრები კინოცენტრის თანამშრომელი ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლაიძე
კინოცენტრში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ყველაფერი წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორად თავის პირველი მოადგილე დანიშნა, რომელიც ერთის მხრივ აკონტროლებდა კონკურსების მიმდინარეობას და მეორეს მხრივ აქტიურად არ მონაწილეობდა სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში, სამწუხაროდ, ის მხოლოდ თანამშრომლების ნაწილსა და კინემატოგრაფისტების...
Published 07/02/23
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის შექმნის იდეა გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა, ამ პროცესს ელდარ შენგელაია ედგა სათავეში, რომელმაც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები შემოიკრიბა და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა ეს იდეა 2001 წელს წარმატებით განხორციელდა.
რა ვითარებაში და რა პერიპეტიები გადახდა ამ იდეის ინიციატორებს მოგვითხრობს ამ პროცესების უშუალო მონაწილე რეჟისორი და პროდიუსერი ლევან კიტია.
ასევე, 22 წლის შემდეგ გაამართლა თუ არა ეროვნული კინოცენტრმა ის მოლოდინები, რაც იდეის ავტორებმა...
Published 06/18/23
კინოცენტრის მიერ სერიალების კონკურსის გამოცხადებასა და დაფინასებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ბიუჯეტის სიმცირისა და შეზღუდული ვადების გარდა, კინოპროფესინალებს კითხვა გაუჩნდათ, რომელიც ალბათ ყველა მოქალაქეს ეხება: უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები?
დირექციაში ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია.
მარიამ ჭაჭია დოკუმენტალისტთა ასოციაციის "დოკა" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასოციაციამ საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც რამდენიმე მოსაზრება და გულისტკივილი გამოთქვა მომხდარ...
Published 05/28/23
შემოქმედებითი ევროპის პროგრამას - Creative Europe Georgia - დახურვა ემუქრება თუ არ იქნა ცვლილებები შეტანილი კანონში. არა მარტო საქართველოს შემოქმედებითად აქტიურმა ადამიანებმა შეიძლება დაფინანსება დაკარგონ, არამედ შესაძლებელია საქართველოს ევროპული პერსპექტივა კითხვის ქვეშ დადგეს, რადგან ამ ცვლილებების მიღება ასევე 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. 2023 წლის 24 თებერვალს კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს პარლამენტს ცვლილებების დაჩქარების შესახებ. წერილს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე...
Published 05/14/23
13 წლის მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა კინორეჟისორი ვახო ჯაჯანაძე თავის მომავალს ვეღარ ხედავს კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ფეისბუკის პოსტით ყოფილ კოლეგებსა და საზოგადოებას უნივერსიტეტისა და ქართული კინოს პრობლემებზე სასაუბროდ იწვევს. 00:00 - შესავალი00:30 - წარდგენა01:15 - რას ემსახურებოდა თქვენი პოსტი?04:01 - პიროვნული დაპირისპირება თუ სისტემური პრობლემა05:45 - რატომ მიმართეთ საჯაროდ?07:08 - ჩამორჩენილია თუ არა თეატრალური ტექნოლოგიურ პროცესებს?08:52 - შეუძლია თუ არა გარედან მოსულ...
Published 04/30/23
კინოს მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი ლევან გელაშვილი მოგვითხრობს მის მიერ გამოცემულ ახალი წიგნის "საქართველოს კინოთეატრები. 1920-1990წწ ქრონიკები" შესახებ
00:00 - შესავალი
00:46 - რა იყო წიგნის "საქართველოს კინოთეატრები. 20-90 წლების ქრონიკები" შექმნის მიზანი?
04:04 - რა პერიოდებს მოიცავს წიგნი?
06:17 - რა იყო კინოთეატრების რეპერტუარი?
09:50 - ტაპიორების მუშაობის შესახებ
10:49 - კინოთეატრების მუშაობა დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს
11:12 - საბჭოთა იდეოლოგია და კინოთეატრები
11:51 - კინოთეატრი,...
Published 04/08/23
რას საქმიანობს ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა გაერთიანება "სინექსპრესი", როგორ გეგმავენ მუნიციპალურ კინოთეატრის გახსნას და რას ფიქრობენ თანამედროვე ქართულ კინოსა და კინოპოლიტიკაზე?
სტუმარი "სინექსპრესის" წარმომადგენელი, კინოკრიტიკოსი და კულტურის მკვლევარი ალექსანდრე გაბელია.
პრომო: 00:10 - 00:40
1. წარდგენა 00:40 - 2:33
2. სინექსპრესის პლატფორმის შესახებ 2:33 - 6:00
3. რა ფასეულებების გარშემო გაერთიანდა სინექსპრესის ჯგუფი 6:00 - 9:00
4. როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ 9:00 - 9:27
5. კინოცენტრის...
Published 04/02/23
სტუმარი კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროდიუსერი ნიკა აბრამიშვილი
1. წარდგენა
2. რა ეტაპზეა კინოდარბაზის აღდგენა
3. მომავალი კინოდარბაზის ტექნიკური დეტალები
4. კინოდარბაზის მენეჯმენტი, კონტრაქტი დამქირავებელთან და პოზიციონირება
5. კინოაკადემიაში გაწევრიანების წესები: ძველი და ახალი წევრები
6. კინოაკადემიის ახალი ფუნქციები თანამედროვე კინო ინდუსტრიაში
7. კინოაკადემიის საწევრო გადასახადისა და დახმარებების შესახებ 8
. კინოაკადემიის წევრებისთვის ვარსკვლავების გახსნა
9. შეჯამება
Published 03/19/23
სტუმარი კინო ფოტო ფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე
1. რა სპეციფიკაა კინო ფოტო ფონო დოკუმენტების არქივის მუშაობაში?
2. რამდენი ფირის რესტავრაცია მოხდა ბოლო წლებში?
3. მომავალში რა არის დაგაგმილია ამ მიმართულებით?
4. როგორი დასწრებაა გარესტავრირებულ ფილმების ჩვენებებზე?
5. შესაძლებელია თუ არა კერძო პირებმა მიმართონ თავისი კოლექციებით (ფირი, ვიდეო)?
6. რა სტადიაზეა ახალი საცავის პროექტი?
7. არქივის კინოთეატრის მუშაობის სპეციფიკა
8. საარქივო...
Published 03/05/23
ბერლინის 2023 წლის, რიგით 73-ე საერთშორისო კინოსფესტივალის მოკლე მიმოხილვა.
სტუმარი: ონლაინ ჟურნალ "ლიტაგორას" @litagora დამფუძნებელილი და რედაქტორი, კინომიმომხილველი დათო ლობჟანიძე წამყვანი ლევან შუბაშვილი
თემები:
1. საკონკურსო და პარალელური პროგრამის მოკლე მიმოხილვა.
2. წლევნადელი ფესტივალის ფილმების თემატიკა.
3. კინოკრისტიკოსთა შეფასება.
4. ფესტივალის პოლიტიკური ნაწილი (ფოკუსში: უკრაინა და ირანი)
Published 02/25/23
სტუმარი კინორეჟისორი დავით ჯანელიძე - საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი
1. როგორი უნდა იყოს თანამედროვე კინო-ტელე ფაკულტეტი, რა უნდა მისცეს სტუდენტს ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ საზოგადოებას.
2. რა ძირითადი გამოწვევები და რა უნდა შეიცვალოს სწავლისა და პრაქტიკის მხრივ?
3. დამოკიდებულება კომერციულ კინო-ტელე ინსტიტუტებთან.
4. საუნივერსიტეტო განათლება კინემატოგრაფიაში - ხელოსანი თუ ხელოვანი?
5. რამდენი ადამიანი...
Published 02/19/23
2022 წლის დეკემბერში შეიქმნა დოკუმენტური კინოს ასოციაცია (დოკა). ასოციაცია ქართველ დოკუმენტალისტებს აერთიანებს და მათი უფლებებისთვის ბრძოლას აპირებს. რა გეგმები აქვს და რას საქმიანობს ორგანიზაცია გვესაუბრება დოკას ერთ-ერთი დამფუძნებელი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში.
თემები
1.საიდან და რატომ გაჩნდა დოკუმენტური კინოს ასოციაციის შექმნის იდეა?
2.გარდა ზოგადი დეკლარაციისა, რა ამოცანების გადაჭრას გეგმავთ და რას ელოდებიან თქვენი წევრები?
3. რა აქტივობები არის დაგეგმილი?
4. როგორ...
Published 02/05/23
ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი
1. ტელევიზიიდან იუტუბამდე. რატომ იუტუბი? მასობრივიდან ნიშურამდე.
2. იუტუბ სტრატეგია - ძირითადი მესიჯი - გზა აუდიტორიამდე
3. პერიოდულობა - სტატისტიკა, მონეტარიზაცია
4. crew- ჯგუფი
5. სოციალური მედია - მართვა, მარკეტინგი
6. ახალი შესაძლებლობები.
7. სამომავლო გეგმები.
https://www.youtube.com/@tomachagelishvili72
Published 12/18/22
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის კოორდინატორი რეჟისორი მარი გულბიანი
თემები:
1. წარდგენა - ფოკუსირება ქართულ ფილმებზე
2.ფესტივალზე წარდგენილი პროგრამების შესახებ (ევროპული ფორუმი, ოსკარის მაძიებლები, რუმინეთი ფოკუსში, უკრაინის ფერები და სხვა)
3. რამდენი ფილმი იყო გამოგზავნილი და როგორ შეირჩა?
4. შეიძლება თუ არა რაიმე ტენდენციებზე ლაპარაკი?
5. რაიმე პროექტი/ფილმი ხომ არ დარჩა ფესტივალის მიღმა ან ჟიურის, ან ფილმების პროდიუსერების გადაწყვეტილებით?
6....
Published 12/04/22