Episodes
ჩვენი სტუმარია კინოკომპანია "პარაშუტ ფილმს" პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი  თემები:  1. ასოციაცები და გაერთიანებები კინო დარგში  2. კვლევების მნიშვნელობა და მათი არარსებობა კინო ინდუსტრიაში  3. რა სამომავლო გეგმები აქვს "ქსელის" გაერთიანებას და რეგიონებში კინოჩვენებების პერსპექტივები  4. მიმდინარე და სამომავლო კინოპროექტები
Published 11/20/22
ჩვენი სტუმარია ლევან ლომჯარია -  კინოცენტრის კინოექპორტის დეპარტამენტის უფროსი   თემები:  1. ქართული ფილმების რეტროსპექტივა მონპელიეს კინოფესტივალზე  2. ვინ არჩევს და როგორ ფილმებს პანორამისთვის   3. არსებობს თუ არა გეგმა ან პროგრამა ამ პროექტის და როგორ ზომავდთ შედეგებს?   4. ქართული კინოს არაევროპული ბიუჯეტები   5.  შემოსავლები უცხოური გაქირავებიდან  შესახებ ინფორმაცია?  6. სამომავლო გეგმები ქართული კინოს ექსპორტის გაზრდისთვის.
Published 11/06/22
თემები  1. თაობათა ცვლა  2. პანდემიის დროს გადაღებული ფილმი "ჩემი ოთახი"  კარლოვი ვარის კინოფესტივალზე  3. კინო სახელმწიფო დაფინანსების გარეშე  4. კინოცენტრის პოლიტიკა და დავა კონკურსის გამო 5. ოსკარზე გასაგზავნი ფილმების კონკურსი, "ოთარის სიკვდილი"  6. ქართული კინო მაყურებლის ძიებაში  7. ონლაინ პლატფორმები და ონლაინ პრემიერების  გამოცდილება     სტუმარი სოსო ბლიაძე - სცენარისტი და რეჟისორი   ფილმოგრაფია   ანტრაქტი (2011) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი  ყველაზე ძვირფასი  (2012) -...
Published 10/23/22
ფილმი "დიდი შესვენების "გზა   ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას მხატვრულმა ფილმმა "დიდი შესვენება". ასევე, ფილმი ტორონტოს ფესტივალის ძირითად კონკურში მოხვდა.   სტუმრები ფილმის სცენარისტი და რეჟისორი დათა ფირცხალავა და პროდიუსერი თედო დოლიძე 1. ნახეთ თუ არა სხვა ფილმები? 2. როგორ მოახერხეთ კოვიდით გამოწვეულ შეზღუდვებში ფილმის გადაღება 3. ხომ არ ფიქრობდით კოვიდის თემის ფილმში შემოტანას? 4....
Published 10/09/22
კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი ქუთაისის საერთაშორისო მოკლე ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გუნდის წევრია. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის ახალი სიტყვა- საქართველოში სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროცესების განვითარების კუთხით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თანამედროვე რეალობაში მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნაკლები ყურადღება ეთმობა და მათი პოპულარიზაციაც იშვიათად ხდება. იმის მიუხედავად, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმები ხშირად დამწყები ავტორების დებიუტთან და აუდიტორიასთან...
Published 10/01/22
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, რომელიც მეორეჯერ ტარდება ადგილობრივმა მთავრობამ დააფინანსა, მაყურებლისა და ფინანსების ძიებაში, ჩვენი სტუმარია გენერალური დირექტორი ნინო მხეიძე.  თემები:  1. ფესტივალის კონცეფცია  2. ორგანიზაციული და ფინანსური გამოწვევები  3. ფესტივალის მიზნობრივი აუდიტორია  4. სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობა  5. მოხალისეებისა და კრაუდფანდინგის სტრატეგია  6. ფესტივალის განვითარების სტრატეგია
Published 09/24/22
CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.  CinéDOC-Tbilisi არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი „კრეატიული ევროპა“ (Creative Europe). CinéDOC-Tbilisi ჰიბრიდულ კინოფესტივალად გარდაიქმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობს, რომ შემოქმედებითი დოკუმენტური ნამუშევრები, ხელმისაწვდომი იყოს როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად, კინოდარბაზებში, ტელევიზიასა თუ...
Published 09/23/22
ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ტარდება. მე-17 წელს ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფესტივალის ორგანიზატორებს მხარდაჭერაზე უარი უთხრა, შედგება თუ არა ფესტივალი? ჩვენი სტუმარია  საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე. #ერთადჩავატაროთფესტივალი    1. ფესტივალის კონცეფცია  2. ორგანიზაციული და ფინანსური გამოწვევები  3. ფესტივალის მიზნობრივი აუდიტორია  4. სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობა  5....
Published 09/14/22
სანდრო ნავერიანი მრავალი სერიალისა და მხატვრული ფილმის სცენარისტია, მათ შორის სერიალ "ტიფლისისა" და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "სველი ქვიშის." ასევე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების "ჰალკი" და "ზებრას" რეჟისორია. სანდრო ასევე მუშაობს დოკუმენტურ კინოშიც.  სანდრო ნავერიანის ერთ-ერთი პროექტი "დაბადება" კინოცენტრის მიერ გამოცხადებული სრულემტრაჟიანის ფილმების კონკურსის მონაწილე იყო და მე-3 ადგილას გავიდა, თუმცა დაფინანსება ვერ მოიპოვა.  როგორ მუშაობს კინოცენტრის ჟიური? კონიენქტურა...
Published 08/14/22
 უნიკალური გამოცდილება კინოდან -რეკლამაში და ისევ კინოში  რა სპეციფიკური განსხვავებაა რეკლამისა და კინოს წარმოებას შორის?  მიმდინარე პროექტები - ფილმები & სერიალი ორი სიტყვა კინოცენტრის ბოლო კონკურსის შესახებ როგორ უნდა მუშაობდეს კინოცენტრი?  საით მიდის ქართული ინდუსტრია? შესაძლებელია თუ არა გლობალური კონტენტის შექმნა? ჩვენი სტუმარია "ფილმ ასილუმის" დამფუძნებელი, რეჟისორი და პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე
Published 07/31/22
„ევრიმაჟი“ არის ევროსაბჭოს პროგრამა, რომელიც ევროპის ქვეყნების კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს.  ფონდი ძირითადად აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ, ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.   საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა.  2011 -21 წწ ევრიმაჟის საწევრო გადასახადის სახით გადახდილია   1 222 846, 29 ევრო.  2011-21წწ დაფინანსდა 19 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია, ჯამურად...
Published 07/17/22
საერთო ეროვნული პროექტების რეალიზაციისა და ვიზუალიზაციის იდეა დიდიხანია საზოგადოების დაკვეთაა, ამას კინოს პროფესიონალებიც ხვდებიან და სხვადასხვა დროის მთავრობებიც, მაგრამ მიუხედავად მცდელობებისა, მეტნაკლებად წარმატებული პროეტები არ ჩანს.  რა იყო და რა იქნება გვესაუბრება  რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლოზ ხომასურიძე   1. ქართული მეტანარატივი კინოში?  2. ქართული კინო - შიდა მოხმარება   3. ახალი დამოუკიდებელი კინოპროექტი  "ტყვია"   4. პროექტი ექვთიმეს ქრაუდ ფანდინგის გამოცდილება 5....
Published 07/03/22
2022წლის 18 აპრილიდან  1-ლ არხზე, კვირაში 4 ჯერ გადის სერიალი "სიყვარულის მიღმა" ჩვენი სტუმარია სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე თემები: 1. ძველი გამოცდილებიდან აქამდე: სიტკომიდან სერიალამდე 2. ტექნიკურად რამდენად ადვილია/ ძნელია 3. აუდიტორიის მიზნობრიობა - მარკეტინგი - რეიტინგები 4. სერიალების სოციალური დანიშნულება 6. Youtube vs TV 7. კონკურენტები 8. რიმეიკი, ფრანშიზა თუ საკუთარი კონტენტი 9.  კინო გამოცდილება 10. დანახარჯები 11. სარეკლამო ინტეგრაცია 12. გაფართოება....
Published 06/19/22
ეროვნული კინოცენტრის მიერ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის ჟიური კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ 2022წლის 14 თებერვალს დაამტკიცა, კომისიას გადაეცა კონკურსში მონაწილე 15 პროექტი და თავის რიგებიდან თავმჯდომარეც აირჩია. განისაზღვა სამუშაო გრაფიკიც და ვადებიც.  2022წლის  მარტში გაგა ჩხეიძე კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.  მარტის ბოლოს კინოცენტრის ახალმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კარლო (კახა)...
Published 06/05/22
სტუმარი:  სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის მენეჯერი  პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შემქმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country).  წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.  https://anchor.fm/filmoffice  https://www.instagram.com/geofilmoffice/  https://twitter.com/GeoFilmOffice https://bit.ly/3Kn6ymm
Published 05/22/22
მიუხედავად პოლიტიკური მოვლენებისა, როგორც ყოველ წელს, რიგით 75-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 2022 წლის 17 მაისიდან 28 მაისამდე მიმდინარეობს. კინო და არამარტო კინო ამბებზე ლევან შუბაშვილი ესაუბრება ფესტივალზე მომუშავე ჟურნალისტს მარიკა ბაკურაძეს. 
Published 05/22/22
მოსახლეობის რომელი ფენა დადის ყველაზე ხშირად კინოში? რამდენი კინოდარბაზია თბილისში? აპირებს თუ არა კავეა გაფართოებას? რა ჟანრის  ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი მაყურებელები?  ჩვენი სტუმრები არიან გვანცა გარმელია - კავეა კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორი და სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის მენეჯერი    პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in...
Published 05/08/22
პოდკასტი ქართულ კინოსა და მედია წარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. ვაგრძელებთ საუბარს კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე,  დღეს ჩვენი სტუმარია კინორეჟისორი და კინოპროდიუსერი თინათინ ყაჯრიშვილი
Published 04/24/22
ტრეილერი -  "დირექცია" - პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმეობაზე, ადრე, ახლა და მომავალში.  თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შემქმნელებისთვის.  Trailer - Podcast About Film&Media Production in Georgia (Country).  წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი 
Published 04/24/22
კინოცენტრის გარშემო განვითარებული მოვლენები კინემატოგრაფისტებისა და საზოგადოების განხილვის საგნად იქცა, როგორ მუშაობდა, მუშაობს ან მომავალში როგორ უნდა იმუშაოს ამ ორგანიზაციამ?   ნაწილი 1  ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი ვანო არსენიშვილი. 
Published 04/10/22
"Сash rebate" პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი, თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.  თანხის უკან დაბრუნება ვრცელდება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხატვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეალითი შოუს შემთხვევაში. ამ პროგრამასთან...
Published 03/27/22