ორი ფესტივალი ერთ ჭერქვეშ - ქ. ბათუმში. ლევან შუბაშვილი ესაუბრება CinéDOC-Tbilisi დოკუმენტური ფილმების ფ
Description
CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.
CinéDOC-Tbilisi არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი „კრეატიული ევროპა“ (Creative Europe).
CinéDOC-Tbilisi ჰიბრიდულ კინოფესტივალად გარდაიქმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობს, რომ შემოქმედებითი დოკუმენტური ნამუშევრები, ხელმისაწვდომი იყოს როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად, კინოდარბაზებში, ტელევიზიასა თუ სკოლებში.
ფესტივალი წელს ქალაქ ბათუმში ტარდება ბათუმის საავტორო კინოფესტივალთან ერთად. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ფესტივალის პრობლემებზე გვესაუბრება ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური
ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად.
2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub
კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ...
Published 03/31/24
ისტორიული ფილმები პროპაგანდაა თუ წარსულის გააზრება, ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.
საზოგადოებას საკუთარი ისტორიისა და წარსულის შემეცნებისა და გააზრების სურვილი ყველა ეპოქაში ჰქონდა, რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს დღევანდელი ფილმწარმოება და როგორ ისტორიულ ფილმებს ელოდებიან...
Published 03/17/24