ახალგაზრდა ფესტივალის ძველი გამოწვევები. ჩვენი სტუმარია კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი. "დირ
Listen now
Description
კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი ქუთაისის საერთაშორისო მოკლე ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გუნდის წევრია. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის ახალი სიტყვა- საქართველოში სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროცესების განვითარების კუთხით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თანამედროვე რეალობაში მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნაკლები ყურადღება ეთმობა და მათი პოპულარიზაციაც იშვიათად ხდება. იმის მიუხედავად, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმები ხშირად დამწყები ავტორების დებიუტთან და აუდიტორიასთან პირველ წარდგენასთანაა დაკავშირებული. ამგვარად, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის უნიკალური შესაძლებლობა ახალბედა რეჟისორებისათვის. ეს იქნება შესაძლებლობა დებიუტანტი რეჟისორებისთვის აუდიტორიას აჩვენონ თავიანთი ნამუშევრები, განვითარდნენ პროფესიულად და დაამყარონ საერთაშორისო კავშირები. 1) რიგით მეორე ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. რითი იყო გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი? ფესტივალის საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამა. განსხვავება ფესტივალის წინა წლის გამოშვებასთან შედარებით. 2) ადგილობრივი მაყურებლის ჩართულობა ფესტივალზე. რამდენად არის მნიშვნელოვანი ფესტივალი ქალაქისთვის. რა ხერხებით ხდება მაყურებლის დაინტერესება ფესტივალით. 3) მოკლემეტრაჟიანი სცენარის განვითარების ვორქშოპის მნიშვნელობა ავტორებისთვის. 4) მოკლემეტრაჟიანი კინოს სპეციფიკა. რამდენად ყავს მაყურებელი და რამდენად გააჩნია თვითმყოფადობა მოკლემეტრაჟიან კინოს. მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნის სირთულე. 5) ფესტივალის დაფინანსების წყარ
More Episodes
ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად. 2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ...
Published 03/31/24
ისტორიული ფილმები პროპაგანდაა თუ წარსულის გააზრება, ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. საზოგადოებას საკუთარი ისტორიისა და წარსულის შემეცნებისა და გააზრების სურვილი ყველა ეპოქაში ჰქონდა, რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს დღევანდელი ფილმწარმოება და როგორ ისტორიულ ფილმებს ელოდებიან...
Published 03/17/24