კინორეჟისორ ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო ს02 ეპ33
Listen now
Description
რეჟისორ ლუკა ბერაძე დოკუმენტური ფილმის – „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრმა 2019 წელს დააფინანსა, პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის ავტორები ფესტივალზე კრიტიკულად გამოვიდნენ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე.  პრემიერის შესახებ კინოცენტრის გვერდზე არაფერი არ გამოქვეყნებულა, გარდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ინფორმაციისა, სადაც აღნიშნულია, რომ  კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია წარდგენილი. გაურკვევლობისა და უხერხულობის შემდეგ, მოგვიანებით, კინოცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაციები წარდგენილი ქართული ფილმების შესახებ. რეჟისორი გვესაუბრება მისი ფილმისა და ზოგადად ქართულ კინოში მიმდინარე მოვლენებზე.  დოკუმენტური ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა.  ქართველი მაყურებლისთვის პრემიერა 2023წელს არის დაგეგმილი. შინაარსი: 00:00 - შესავალი 01:39 - წარდგენა 02:58 - რა მოხდა კარლოვი ვარში? 04:57 - რეაქცია ავტორების მხრიდან კრიტიკულ გამოსვლაზე 06:30 - ჯდება თუ არა ფილმი რაიმე კონიენქტურაში? 08:01 - ზოგადად ფილმის შესახებ 10:42 - როგორ მიიღო უცხოელმა საფესტივალო მაყურებელმა ფილმი? 11:52 - ხომ არ დაუბრუნდება კინო ეზოპეს ენას? 13:32 - რა იყო ფილმის თავდაპირველი ჩანაფიქრი? 15:14 - შესაძლებელია თუ არა ცენზურა დღეს? 19:12 - საბოლოო ჯამში მაინც რა იყო პოსტში არ ხსენების მიზეზი? 19:44 - ხომ არ გაუკეთეს ფილმს უნებლიე რეკლამა? 21:09 - ხომ არ იყო ეს გაფრთხილება სხვებისთვისაც? 22:13 - როდის შეიძლება ქართველმა მაყურებელმა ნახოს ფილმი? 23:12 - როგორ განვითარდება მოვლენები კინოცენტრის გარშემო? 23:58 - შეჯამება 
More Episodes
ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად. 2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ...
Published 03/31/24
ისტორიული ფილმები პროპაგანდაა თუ წარსულის გააზრება, ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. საზოგადოებას საკუთარი ისტორიისა და წარსულის შემეცნებისა და გააზრების სურვილი ყველა ეპოქაში ჰქონდა, რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს დღევანდელი ფილმწარმოება და როგორ ისტორიულ ფილმებს ელოდებიან...
Published 03/17/24