კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები დირექციაში. სეზონი 2 ეპიზოდი 32
Description
თანამშრომელთა “ამბოხი”
სტუმრები კინოცენტრის თანამშრომელი ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლაიძე
კინოცენტრში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ყველაფერი წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორად თავის პირველი მოადგილე დანიშნა, რომელიც ერთის მხრივ აკონტროლებდა კონკურსების მიმდინარეობას და მეორეს მხრივ აქტიურად არ მონაწილეობდა სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში, სამწუხაროდ, ის მხოლოდ თანამშრომლების ნაწილსა და კინემატოგრაფისტების მცირე ჯგუფს ხვდებოდა. ამან გამოიწვია დაბნეულობა და გაურკვევლობის განცდა, როგორც თანამშრომლებში, ასევე დარგის აქტიურ მონაწილეებში.
ერთ-ერთი კონკურსის კომისიის გამოცვლამ და არაპროფილური კონკურსის ჩატარებამ კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია.
ნაწილი თანამშრომელების მიერ უკმაყოფილების გამოხატვამ, რეორგანიზაციის პროცესი გამოიწვია კინოცენტრში და მოვლენები დააჩქარა, ბევრისთვის წუხილი და საშიშროება იმისა, რომ კინოცენტრს დამოუკიდებლობა დაეკარგა უფრო მძაფრი გახდა. გაჩნდა ორი ძირითადი მოთხოვნა 1. შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი და 2. კინოცენტრის დირექტორი შეირჩეს დემოკრატიული და გამჭირვალე კონკურსის საფუძველზე.
დღევანდელი მოცემულობით კულტურის მინისტრი შევხვდა კინემატოგრაფისტების ერთ ჯგუფს, მაგრამ არ შეხვედრია არც "მეამბოხე" თანამშრომლებს და არც მათ მხარდამჭერ კინემატოგრაფისტებს, ამასთან გრძელდება სამინისტროსთან პროტესტი ორი მოთხოვნებით.
დღეს ჩვენი სტუმრები არიან კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები: დირექტორის ყოფილი მოადგილე ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი
ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად.
2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub
კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ...
Published 03/31/24
ისტორიული ფილმები პროპაგანდაა თუ წარსულის გააზრება, ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.
საზოგადოებას საკუთარი ისტორიისა და წარსულის შემეცნებისა და გააზრების სურვილი ყველა ეპოქაში ჰქონდა, რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს დღევანდელი ფილმწარმოება და როგორ ისტორიულ ფილმებს ელოდებიან...
Published 03/17/24