ეროვნული კინოცენტრის შექმნის სათავეებთან. სტუმრად დირექციაში რეჟისორი ლევან კიტია. ს02 ეპ31
Description
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის შექმნის იდეა გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა, ამ პროცესს ელდარ შენგელაია ედგა სათავეში, რომელმაც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები შემოიკრიბა და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა ეს იდეა 2001 წელს წარმატებით განხორციელდა.
რა ვითარებაში და რა პერიპეტიები გადახდა ამ იდეის ინიციატორებს მოგვითხრობს ამ პროცესების უშუალო მონაწილე რეჟისორი და პროდიუსერი ლევან კიტია.
ასევე, 22 წლის შემდეგ გაამართლა თუ არა ეროვნული კინოცენტრმა ის მოლოდინები, რაც იდეის ავტორებმა ჩადეს?
00:00 მისალამება
01:48 რა ვითარებაში შეიქმნა კინოცენტრი?
04:03 ვინ იდგა კინოცენტრის შექმნის სათავეში და რა იყო მთავარი იდეა?
06:55 რა ქვეყნის მოდელი შეირჩა კინოცენტრისთვის?
08:11 ფრანგული მოდელის თავისებურებანი
10:35 რა წინააღდეგობები შეხვდა კინოცენტრის შექმნის იდეას?
13:01 კინოცენტრის შექმნა და მისი პირველი დირექტორები
13:42 რომელი ქვეყნის ანალოგია ჩვენი კანონი კინოს შესახებ?
14:14 რა არის კინოცენტრის იდეა საქართველოში?
16:00 ხომ არ დაზარალდა კინოსტუდია "ქართული ფილმი" კინოცენტრის შექმნით?
17:53 კინოგაქირავების ბედი კინოცენტრის შექმნის შემდეგ
19:57 უნდა დააფინანსოს თუ არა კინოცენტრმა მარტო საავტორო კინო?
23:25 უნდა დააფინანსოს თუ არა კინოცენტრმა სერიალები?
25:55 არის თუ არა იდეოლოგიური კინოს გაჩენის საშიშროება?
29:39 გაამართლა თუ არა წლების გადასახედიდან კინოცენტრმა და გასაახლებლელია თუ არ კანონი კინოს შესახებ?
31:25 დაკარგა თუ არა ქართულმა კინომ მაყურებელი?
32:50 შეჯამება
ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად.
2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub
კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ...
Published 03/31/24
ისტორიული ფილმები პროპაგანდაა თუ წარსულის გააზრება, ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.
საზოგადოებას საკუთარი ისტორიისა და წარსულის შემეცნებისა და გააზრების სურვილი ყველა ეპოქაში ჰქონდა, რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს დღევანდელი ფილმწარმოება და როგორ ისტორიულ ფილმებს ელოდებიან...
Published 03/17/24