Episodes
მოგიყვებით, რატომ ვერ იღებენ მძიმე ავადმყოფები თავშესაფარს უცხოეთში და გესაუბრებით ტოდ ფილიპსის კინოფილმზე „ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“.
Published 10/29/24
შემოგთავაზებთ სტატიას თბილისის ისტორიის შესახებ; მოგითხრობთ ახლახან დაღუპულ რუს ოპოზიციონერ აქტივისტ ილდარ დადინზე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა.
Published 10/13/24
მოგითხრობთ, როგორ არიდებენ თავს სანქციებს რუსი ხელოვნების კოლექციონერები; ვისაუბრებთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ომებში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა ხვედრზე.
Published 09/14/24
მოგითხრობთ, რა ბედი ეწია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახს და გაგაცნობთ ინტერვიუს ცნობილ პოლონელ პუბლიცისტთან და ყოფილ დისიდენტთან, ადამ მიხნიკთან.
Published 09/01/24
მოგითხრობთ უკრაინაში პრორუსული ეკლესიის აკრძალვის მიზეზებსა და პირობებზე; გაგაცნობთ სტატიას რუსი კინორეჟისორის, სერგეი სოლოვიოვის შესახებ.
Published 08/25/24
ვისაუბრებთ დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლაზე და იმაზე, თუ რა სარგებელს იღებს აქედან ვლადიმირ პუტინი; მოგითხრობთ 1924 წლის აჯანყებისა და მისი დავიწყების შესახებ.
Published 08/03/24
გაგაცნობთ სტატიას, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება წავიდეს ვლადიმირ პუტინი; გესაუბრებით კინორეჟისორ იორგოს ლანთიმოსის ფილმზე „სიკეთის სახეები“.
Published 07/28/24
გესაუბრებით იმაზე, თუ რა არის მეცნიერებათა აკადემია - "საბჭოთა სისტემის" აღდგენა თუ "პასუხი ახალ გამოწვევებს"; შემოგთავაზებთ სტატიას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესახებ.
Published 07/13/24
გაგაცნობთ ფსიქოლოგების მოსაზრებებს იმაზე, თუ როგორ ვმართოთ ემოციები; მოგითხრობთ, როგორ და რის ფასად იცავს რუსეთი ყირიმის ხიდს.
Published 06/07/24
მოგითხრობთ, როგორ მოქმედებენ ავტორიტარული რეჟიმები გამჭვირვალობის სახელით სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ; გაგაცნობთ ისტორიკოსთა მოსაზრებებს იმაზე, თუ რამდენად რეალურია ისტორიის - 1921 და 2024 წლების - განმეორება.
Published 06/01/24
მოგითხრობთ საქართველოში მყოფი რუსი ემიგრანტების მიმართებაზე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან; გესაუბრებით ფრანგ კინომსახიობ ჟან-პიერ ლეოზე, რომელსაც 80 წელი უსრულდება.
Published 05/19/24
გესაუბრებით მშობლებზე, რომელთა შვილები საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ; მოგითხრობთ, როგორ იყენებენ სოცქსელ Telegram-ს ჯაშუშური მიზნებით.
Published 05/11/24
მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორია საპროტესტო გამოსვლების ვექტორი საქართველოში; გესაუბრებით მსახიობ დოდო აბაშიძეზე, რომელსაც 100 წელი შეუსრულდებოდა.
Published 05/04/24
მოგიყვებით ახლახან თბილისში, სასროლეთში მომხდარ აფეთქებასა და კოდორის სპეცოპერაციის კიდევ ერთი მონაწილის „უცნაურ“ სიკვდილზე; ვნახავთ, რას ჰყვებიან 9 აპრილის ტრაგედიის მონაწილეები 35 წლის შემდეგ.
Published 04/14/24
რუს მწერალ ბორის აკუნინის მაგალითზე გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ შეიძლება აქციო მწერალი "უცხოურ აგენტად" და "ტერორისტად"; მოგითხრობთ გამოჩენილ კინომსახიობ მარლონ ბრანდოზე, რომლის დაბადებიდან 100 წელი გავიდა ამ დღეებში.
Published 04/05/24
ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ ეგრეთწოდებულ „ზომბი-ვირუსებს“ მუდმივი ყინულიდან პანდემიის გამოწვევა; მოგითხრობთ, რა ხდებოდა სტადიონს მიღმა 26 მარტს, როცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა.
Published 03/30/24
გესაუბრებით ისრაელში საქართველოდან შეტანილი დაავადებული ემბრიონების საქმეზე; მოგითხრობთ ფილმ „თოვლის საზოგადოებასა“ და მის რეალურ ისტორიაზე.
Published 03/23/24
მოგითხრობთ 1956 წლის მარტის მოვლენებზე, როცა საქართველოში სტალინის მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლები ათობით ადამიანი ემსხვერპლა; ვისაუბრებთ ბრიტანელი კინორეჟისორის, კენ რასელის ფილმებზე.
Published 03/16/24
გესაუბრებით კალენდარში 29 თებერვალთან დაკავშირებულ თავსატეხზე და მოგითხრობთ აფხაზური მწერლობის ფუძემდებელ დიმიტრი გულიაზე.
Published 03/02/24
ვისაუბრებთ იმაზე, იკეტება თუ არა აშშ მიგრანტებისთვის; მოგითხრობთ ლუკ ბესონის ერთ ფილმზე.
Published 02/11/24
მოგიყვებით, სტალინურ დეპორტაციებზე, როგორ გადაასახლეს საქართველოდან ასი ათასამდე ადამიანი; ვისაუბრებთ რუსეთის ნახევრად გასაიდუმლოებულ ქვედანაყოფზე "შტორმი გლადიატორი"?
Published 02/03/24
ჩვენი დღევანდელი პოდკასტი ეხება ცხოველთა უფლებებისა და მათ მიმართ ადამიანის მოვალეობების საკითხებს.
Published 01/20/24
გავიხსენებთ 2023 წლის ცუდ ამბებს და შემოგთავაზებთ 2024 წლის ყველაზე ჭეშმარიტ 12 სიმართლეს ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
Published 01/14/24
გესაუბრებით კარგ ამბებზე 2023 წელს და მოგითხრობთ შარშანდელი ორი აღზევებისა და დაცემის შესახებ ინტერნეტის სამყაროში
Published 01/07/24