Episodes
ამ სერიაში ვატო და ტატო განიხილავენ რა როლს თამაშობს სუნი ადამიანების მოწონებაში, მოგვიანებით კი აცნობიერებენ რომ ტაბლოიდი ჟურნალების დონეზე დაეცნენ. ამხანაგები მაღაროელების “კონტენტ კრეატორებად” გადამზადებას გეგმავენ. ტატო ვატოსთვის ფლეილისთებს ადგენს, ვატო კი სასკოლო განათლებაზე და ფინურ მოდელზე საუბრობს. პოდკასტის ლინკები:Youtube: https://tinyurl.com/y5llc9nlApple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhPodbean: https://vatotato.podbean.com/Google...
Published 08/29/20
ამ სერიაში ვატო და ტატო განიხილავენ Vice-ის დოკუმენტურ ვიდეოებს და კლუბურ ნარკოტიკებს, რომლებიც ღმერთმა იცის რას შეიცავს. მოგვიანებით ამხანაგები განიხილავენ უცხოეთში ნამყოფ ქართველებს და ქედმაღალ ადამიანებს. ამხანაგები ასკვნიან, რომ თვითონაც არ ვარგანან და ცხოვრებას აზრი არ აქვს საქართველოა გელას ორიგინალი ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=F0MceoRWKBY პოდკასტის ლინკები:Youtube: https://tinyurl.com/y5llc9nlApple...
Published 08/22/20
ამ სერიაში ვატო და ტატო მიმოიხილავენ სხვადასხვა ინტერნეტ კულტურას: როგორია twitch ჩატი, რა ხდება facebook-ის ჯგუფებში და როგორია რედიტორთა ბუნება. ამხანაგები ასევე განიხილავენ ანალოგურ ფოტოგრაფიას, ცუდ და კარგ ტელევიზორებს და კარგი ყურსასმენების მნიშვნელობას. ბოლოს ამხანაგები კლინიკურ ტესტებში არსებულ გენდერულ უთანასწორობას და FDA-ს აკრიტიკებენ. პოდკასტის ლინკები:Youtube: https://tinyurl.com/y5llc9nlApple...
Published 08/15/20
სტუმრად გვყავს დაგდაგანი-ის ვოკალისტი და საუბრები მიწისქვეშეთიდან-ის წამყვანი ცოტნე გორგოშიძე. ტატო ზედმეტად დათვრა და დახასიათება ვეღარ დაწერა, ამიტომ მოუსმინეთ პოდკასტს რომ გაიგოთ კვირის სკანდალური ამბებიმოუსმინეთ საუბრები მიწისქვეშეთიდანს:https://www.youtube.com/channel/UCzxf2OffI5LAOdsvRI6Efmw პოდკასტის ლინკები: Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhYoutube: https://tinyurl.com/w38e8evGoogle...
Published 08/08/20
ამ სერიაში ვატო და ტატო განიხილავენ ლოვკრაფტის მოთხრობებს, Night Vale-ს და კოსმიურ ჰორორს. მოგვიანებით ვატო ზედაპირულ საუბრებს გმობს, ტატო კი მიიჩნევს რომ ყველაფერი სათქმელი უკვე ითქვა. ბოლოს ვატო ტატოს ისევ ეგოიზმში ადანაშაულებს, მაგრამ (არაპირდაპირ) ბრძენს ეძახის, ტატო კი ვატოს ქედმაღლობაში სდებს ბრალს. პოდკასტის ლინკები: Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhYoutube: https://tinyurl.com/w38e8evGoogle...
Published 08/01/20
დღევანდელ პოდკასტში სტუმრად გვყავს ორი ახალგაზრდა მუსიკოსი, გიგი aka Faeywa და ბექა aka Mokujin. ვატო ყვება როგორ გააერთიანა underground მუსიკამ წვეულებაზე შეკრებილი ხალხი, გიგი მუსიკის ჟანრების ჩარჩოებში ჩასმას არ აღიარებს, ბექა გიტარაზე დაკვრის სწავლის გამოცდილებას გვიზიარებს, ტატო კი ცდილობს იპოვოს ზღვარი გორასა და მთას შორის. ამხანაგები იხსენებენ ბავშვობაში პიანინოს მაასწავლებელთან გადატანილ ტრავმებს, სკოლაში მომხდარ უაზრობებს და განთიადის ჟამს ჩართული ტექნოს ჟღერადობას. ბოლოს კი faeywa...
Published 07/25/20
 ამ სერიაში ვატო და ტატოს სტუმარია ბენდ ქვემეხის წევრი სანდრო ქერაული. ამხანაგები განიხილავენ მუსიკის სტუდიური ჩაწერის სირთულეებს, შოუ-ბიზნესის მდგომარეობას საქართველოში და პოლიტიკური, პროვოკაციული სიმღერების მნიშვნელობას. მოგვიანებით ვატო და სანდრო ბავშვობის საყვარელ მეტალ ბენდებს იხსენებენ, რომლებსაც მათზე გავლენა ჰქონდათ. ვატო და ტატო კი საყვარელ ქვემეხის სიმღერებს განიხილავენ, ბოლოს კი სანდრო ბენდის მომავალ პროექტზე საუბრობს.მოუსმინეთ...
Published 07/18/20
ყველაზე თესლი პოდკასტი™ პოდკასტის ლინკები: Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhYoutube: https://tinyurl.com/w38e8evGoogle Podcasts: https://tinyurl.com/wgms3klPodbean: https://vatotato.podbean.com/Facebook: https://www.facebook.com/vatoandtatoTwitter: https://twitter.com/Vatotato  
Published 07/11/20
ამ სერიაში ვატო და ტატო განიხილავენ ურბანიზაციას, ბათუმის არქიტექტურას და შუშის შენობებს საქართველოში. მოგვიანებით ამხანაგები საუბრობენ ძალადობის გამართლებაზე, ნანუკა ჟორჟოლიანზე და ალან დერშოვიცზე. ვატო პოდკასტში თავის სიზმარს კითხულობს, ტატო კი მის ფსიქოანალიზს ცდილობს პოდკასტის ლინკები: Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhYoutube: https://tinyurl.com/w38e8evGoogle...
Published 07/04/20
ამ სერიაში პოდკასტის სტუმრები არიან თათია დვალი და ნინა ხუციშვილი. ამხანაგები ვატოს ტერმინ “მანდილოსანს” უხსნიან, ნინა და ტატო კი დისკუსიაში მორიგეობენ. თათია და ტატო მთავარი არხის პედოფილიის გაშუქებაზე და ჟურნალისტურ ეთიკაზე წუხხან. დინამიურ დისკუსიაში ამხანაგები განიხილავენ პოლიციის რეფორმას, 2000-იანების პროპაგანდას, კოხორას და სხვა მრავალ საკითხს. ბოლოს კი კვირის საუკეთესო მომენტებს იხსენებენ.  პოდკასტის ლინკები: Apple...
Published 06/27/20
ამ სერიაში ჩვენი პოდკასტის სტუმარია ვანო ქოჩლაძე. ამხანაგები იხსენებენ 20 ივნისის დარბევას, მიმოიხილავენ პოლიციის ძალადობას, ფაშიზმს და შეთქმულებების თეორიებს. მოგვიანებით ვანო და ტატო თავიანთ სკოლის წლებზე და დისიდენტურ დროზე ლაპარაკობენ. ამხანაგები თამხმდებიან, რომ მიმები ვანომ და ტატომ მოიგონეს და კვირის საუკეთესო მოვლენებზე საუბრობენ.ასევე გაცნობებთ, რომ ვატო და ტატოს პოდკასტი Soundcloud-ზე აღარ იქნება.პოდკასტის ლინკები: Apple...
Published 06/20/20
ამ სერიაში ვატო და ტატო საუბრობენ Anonymus-ზე, მის ისტორიაზე და ზოგადად ჰაკერობის ავ-კარგაიანობაზე. მოგვიანებით ამხანაგები განიხილავენ ძველ ტექნოლოგიებს, ტატო კი ასკვნის, რომ ტექნოლოგია 90-იანების მერე არ უნდა განვითარებულიყო. ვატო კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ პრაქტიკული რაღაცეები უნდა გამოვიყენოთ. ბოლოს ამხანაგები საუბრობენ ნოსტალგიაზე, Space X-ის ეპოქალურ ფრენაზე და კვირის საუკეთესო მოვლენებზე.პოდკასტის ლინკები: Apple...
Published 06/13/20
ამ სერიაში ვატო და ტატოს სტუმარია ანა მახათაძე, რომელიც ჩვენი პირველი მსმენელია! ამხანაგები საუბრობენ გლდანზე, ქართულ უბნებზე და რეჟისურის სწავლების პრობლემებზე ისევე როგორც ზოგადად განათლებაზე. მოგვიანებით ვატო და ტატო ეთიკურ მოხმარებაზე კამათობენ და ბოლოს ანასთან ერთად პოდკასტის წლისთავს აღნიშნავენ. პოდკასტის ლინკები: Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhYoutube: https://tinyurl.com/w38e8evSoundcloud: https://soundcloud.com/vatotatoGoogle...
Published 06/06/20
ამ სერიაში ვატო და ტატო აღიარებენ, რომ joy division და Strokes არ მოწონთ. ამხანაგები განიხილავენ ქვაფენილს, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს და პოლიციის სისაატიკეს. მოგვიანებით ტატო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ისტორიას ყვება, ვატო კი წარმატებულ ძარცვებზე საუბრობს. ბოლოს ამხანაგები მასტერშეფს და კვირის საუკეთესო მოვლენებს იხსენებენ.პოდკასტის ლინკები: Apple...
Published 05/30/20
ამ სერიაში ამხანაგები ერთმანეთს ეგოიზმში ადანაშაულებენ. ვატო ზედმეტად ბევრ შოკოლადს ჭამს, ტატოს კი დაბალი ემოციური ინტელექტი აქვს. ამხანაგები მიმოიხილავენ სერიულ მკვლელებს, ალბერტ ფიშის ისტორიას და კრიმინალის პრობლემას ჩიკაგოში. ვატო თვითმყოფადი სახლის აშენების დეტალებზე საუბრობს, ტატო კი ეკოლოგიურად სუფთა საკონცენტრაციო ბანაკებზე. ბოლოს, ამხანაგები მამუკა ხაზარაძისგან დაფინანსებას ითხოვენ. პოდკასტის ლინკები: Apple...
Published 05/23/20
ამ სერიაში ვატო და ტატო განიხილავენ მეგობრის DMT თრიფს, გენიალურ ფილმებს და ამბობენ რას ვხედავთ სიცოცხლის ბოლოს. ტატო CIA-ს საიდუმლო მისიაზე ყვება. ამხანაგები პირბადეებზე კამათობენ, შემდეგ კი ერთად გატარებულ დროს იხსენებენ.  ჩვენი პოდკასტის ლინკები:Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhPodbean: https://vatotato.podbean.com/Google Podcasts: https://tinyurl.com/wgms3klSoundcloud:...
Published 05/15/20
სკანდალური ლაივ პოდკასტი სადაც ამხანაგები განიხილავენ ხელოვნურ ინტელექტს, ქალთა უფლებებს, კაბის სიგრძეს. ვატო აცხადებს რომ მას და რიჩარდ ფაინმენს (ნობელიან ფიზიკოსს)  არ მოწონთ ელიტა. ტატო კი ორჯერ აგებს ჯეირანს ჯერ ვატოსთან და მერე მის დასთან. პ.ს. ილონ მასკი არ არის კარგი მასტიჩვენი პოდკასტის ლინკები:Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhPodbean: https://vatotato.podbean.com/Google Podcasts: https://tinyurl.com/wgms3klSoundcloud:...
Published 05/09/20
ამ სერიაში ვატო და ტატო, Midnight Gospel-ზე დაყრდნობით, სხვადასხვა თემებს მიმოიხილავენ: რატომ გვიჭირს მოსმენა საუბრისას, რა არის მედიტაციის და მომენტში ყოფნის სარგებელი. ვატო მიიჩნევს, რომ ტატო მოსაწყენია, ტატო კი ამტკიცებს, რომ ვატო და მედიტაციით "განათლებული პოდკასტერები" სექტანტები და ქედმაღლები არიან. საუბარი მალევე მხურვალე კამათად გადაიქცევა და ამხანაგები ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან.  ჩვენი პოდკასტის ლინკები:Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify:...
Published 05/02/20
ამ სერიაში, ვატო და ტატოს სტუმარია მეცნიერების ჟურნალისტი დავით კეკენაძე. ამხანაგები შიმშილზე, დიეტაზე და იდეოლოგიურად მოტივირებულ კვებაზე საუბრობენ. ვატო ასკვნის, რომ The Midgnight Gospel საუკეთესო სერიალია, დავითი კი კაცობრიობის მომავალს კოსმოსურ მოგზაურობაში ხედავს.on.ge-ს პოდკასტი:https://on.ge/category/podcastsჩვენი პოდკასტის ლინკები:Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhPodbean: https://vatotato.podbean.com/Google Podcasts:...
Published 04/25/20
bedford falls-ის და კოლექტივის გიტარისტი/ვოკალისტი მიხეილ კალანდარიშვილი ჩვენ პოდკასტს განმეორებით ეწვია. მოუსმინეთ, როგორ არ განიხილავენ ამხანაგები მუსიკას და საუბრობენ Tiger King-ზე, დოკუმენტურ ფილმებზე, განდიდების მანიაზე და გემოვნების ფაშიზმზე. აღმოჩნდა, რომ ვატო არავის ენდობა. ტატოს დაბალი თვითშეფასება აქვს, მიხოს კი კომპლიმენეტები აღარ უხარია. პოდკასტის ლინკები:Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhPodbean: https://vatotato.podbean.com/Google...
Published 04/18/20
ამ სერიაში, პოდკასტის სტუმარია დოტას პროფესიონალი მოთამაშე და პროგრამისტი მიშო გუცაევი. ამხანაგები განიხილავენ Dota 2-ს და მისი მოთამაშეების ეთნიკურ დემოგრაფიებს. მიშო და ვატო ტატოს აკრიტიკებენ, ტატოს კი სერიული მკვლელის ტენდენციები ბავშვობიდანვე დაუდგინდა. ამასობაში ვატო ბუნებასთან ერთობაზე და რელიგიაზე ღაღადებს. მიშო კი დაბნეულია. პოდკასტის ლინკები:Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify: https://tinyurl.com/wpsmkuhPodbean: https://vatotato.podbean.com/Google Podcasts:...
Published 04/11/20
ამ სერიაში ვატო და ტატო მიმოიხილავენ ამხანაგი პოდკასტის, წითელი კედლის ბოლო სერიას ნიკა კუთსნიაშვილთან ერთად. საუბრობენ მემარცხენე და ფაშისტურ მიმებზე და კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე. ტატო გიგი თევზაძის არაკომპეტენტურობით გაოცებულია, ვატო კი ტოკიო გოულით. ბოლოს ამხანაგები თანხმდებიან, რომ Better Call Saul საუკეთესო სერიალია. (შენიშვნა: 48:30 წუთზე ტატო იძახის 30%-ს, როცა უნდა იძახდეს 60-ს)ლეგენდარული spooky ტიკტოკი: https://vm.tiktok.com/tL4npC/  პოდკასტის ლინკები:Apple...
Published 04/04/20
ამ სერიაში ვატო და ტატოს სტუმრები არიან გიორგი კვანტრიშვილი და მიქაელ გაგოშიძე. ამხანაგები განიხილავენ ქრის ჰედფილდს, ფილმ არმაგედონს და მის მრავალ უზუსტობას. მოგვიანებით საუბარი მიდის განსხვავებაზე ცოცხალს და არაცოცხალს შორის, მიკროსკოპული სამყაროს მრავალფეროვნებაზე და ვირუსების წარმომავლობაზე. გიორგი გვიყვება ისტორიის მასწავლებლის სიბრძნეებს, მიქაელი ბაქტერიებით გაოცებულია, ვატო კი ისევ საუნაზე ლაპარაკობს. ამხანაგები მის აზრთა დინების გაშიფვრას ცდილობენ. ბოლოს გიორგი და მიქაელი ახალ...
Published 03/28/20
პოდკასტის სტუმარია სტიქაროსანი, მწერალი და bedford falls-ის პირიდან ხმის გამომშვები დათო ჯიქია. ამხანაგები საუბრობენ ხუმრობებზე, კაიაკატას შედევრებზე და ამერიკულ სინთეტიკაზე...კაბების კომფორტზე და ლაივ შესრულებებზე. დათო სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, რომ თურმე სიმღერის ტექსტი მნიშვნელოვანია და რომ გიჟი არ არის. მოგვიანებით კი საუბარი მიდის გიტარის სოლოების ავ-კარგიანობაზე და A serious man-ზე. ვატო გიგი უგულავას იხსენებს, დათო კი ზურაბ ჟვანიას მიუზიკლს აანონსებს.სტუმრის...
Published 03/21/20
ამ სერიაში, გუგა გოგია კიდევ ერთხელ ეწვია პოდკასტს. გუგა ვარაუდობს, რომ ზოგი მთავრობა კორონავირუსის სტატისტიკას “ალამაზებს”. ვატოს პანდემია დიდად არ ადარდებს და უნივერსიტეტიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას გვიზიარებს, ტატო კი მის ფსიქოანალიზს ცდილობს. მოგვიანებით ამხანაგები განიხილავენ სოციალიზმის და კაპიტალიზმის ნაკლოვანებებს. საუბრობენ ტექნოლოგიური განვითარებაზე, სიმდიდრის გადანაწილებაზე და ბოლოს ოპტიმიზმის მიზეზებზე. პოდკასტის ლინკები:Apple podcasts: https://tinyurl.com/wfyy22pSpotify:...
Published 03/14/20