Episodes
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ნინა სიმონს - ამერიკული მუსიკის ლეგენდას და მთავარ მუსიკალურ ხმას სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ მღელვარე მოძრაობაში.
Published 07/31/21
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი გამოშვება ეძღვნება ალბერ კამიუს - ფრანგ მწერალს, ესეისტს, ჟურნალისტს, დრამატურგს, ნობელის პრემიის ლაურეატს, რომელიც ისეთი იდუმალი და მწვავე ტექსტებით გვახსოვს, როგორებიცაა რომანები „უცხო“ და „შავი ჭირი“ და ფილოსოფიური ესეები, „სიზიფეს მითი“ და „ამბოხებული ადამიანი“.
Published 07/04/21
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება სიმონ დე ბოვუარს, ფრანგული ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ წამყვან მოაზროვნეს, ავტორს წიგნისა „მეორე სქესი“, რომელიც გამორჩეული მნიშვნელობის ტექსტია ფემინისტური თეორიის ისტორიაში.
Published 06/06/21
ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ 1950-იანი წლების როკ-ენ-როლზე და და განვიხილავთ იმ სოციალურ რეალობას თუ იდეოლოგიურ კონფიგურაციებს, რომლებიც თან სდევდა როკ-ენ-როლიდან როკის, როგორც ჟანრის, დაბადებას.
Published 05/16/21
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება ეგნატე ნინოშვილს, და იმ შეუცვლელ და უცნაურად მნიშვნელოვან ადგილს, რომელიც მას საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ისტორიაში უჭირავს.
Published 05/03/21
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ქალებში სხეულების, სიმსუქნის, საკვების და საკუთარი სურვილების შიშს. ეპიზოდის სტუმარია ბრიტანელი ფსიქოლოგი და მწერალი სიუზი ორბახი - ერთ დროს პრინცესა დაიანას ფსიქოთერაპევტი, რომელიც თავის ქვეყანაში კვებითი აშლილობების წამყვან სპეციალისტად ითვლება.
Published 04/12/21
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება „კამასუტრას“ - ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში, ინდოეთში დაწერილ წიგნს. „კამასუტრა“ ეროტიკულ სიყვარულში მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ სახელმძღვანელოდ რჩება - თუმცა, მის შესახებ ძალიან ბევრი არასწორი, ზედაპირული, უხამსი და ვულგარული წარმოდგენა არსებობს.
Published 03/01/21
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ჰანა არენდტს, გერმანულ-ებრაული წარმომავლობის, შემდგომში ამერიკელ მოაზროვნეს, რომელმაც ზუსტი და შემზარავი დიაგნოზი დაუსვა მეოცე საუკუნის ფენომენის, ტოტალიტარიზმის, პოლიტიკურ ბოროტებას.
Published 02/12/21
ეპიზოდი ეძღვნება ბილი ჰოლიდეის, ბევრის მიერ ჯაზის უდიდეს ვოკალისტად მიჩნეულ მომღერალს. ვსაუბრობთ მის უნიკალურ ხმაზე, სიმღერის სტილზე და იმ ძალაზე, რომელსაც მას ეს თავისი, შეუდარებელი და მელანქოლიური ხმა ანიჭებდა, ტკივილიანი და უსამართლობით სავსე ცხოვრების ფონზე.
Published 01/22/21
„ასათიანის კუთხის“ ეს გამოშვება ეძღვნება ფრანგ ფილოსოფოსს, მემარცხენე აქტივისტს და ქრისტიან მისტიკოსს, სიმონ ვეის - იდუმალ და უნიკალურ მოაზროვნეს, რომელსაც ალბერ კამიუ „ჩვენი დროების ერთადერთ დიად სულს“ უწოდებდა.
Published 01/05/21
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება დიდ ინგლისელ მწერალს, ვირჯინია ვულფს. ვსაუბრობთ მის ბიოგრაფიაზე, რომანებზე, პუბლიცისტიკაზე და იმ გაბედულ ექსპერიმენტებზე, რომლითაც მან, კიდევ რამდენიმე მოდერნისტ მწერალთან ერთად, ლიტერატურის მთელი ფორმა შეცვალა.
Published 12/20/20
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება მუსიკოს მიხეილ შუღლიაშვილს - პედაგოგს და ავანგარდისტ კომპოზიტორს. ეპიზოდის სტუმრებთან ერთად გავიხსენებთ მისი ცხოვრების გზას და მოვუსმენთ ნაწყვეტებს მისი გამორჩეული ძალისა და ენერგიის მატარებელი მუსიკალური ნაწარმოებებიდან.
Published 12/05/20
პოდკასტის ამ ეპიზოდის სტუმარია ირლანდიელი ავტორი, კევინ ტულისი, რომელიც იმის შესახებ გვიყვება, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთს დაეხმარონ სიკვდილთან და საკუთარ მოკვდავობასთან გამკლავებაში.
Published 10/11/20
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი გამოშვების სტუმარია მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ბრიტანელი კრიტიკოსი, ფსიქოანალიზის, ფემინიზმის და ლიტერატურის მკვლევარი, ჯაკლინ როუზი, რომელსაც ვესაუბრებით მის წიგნზე სათაურით „დედები: ესე სიყვარულზე და სისასტიკეზე“.
Published 09/26/20
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვიხსენებთ ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს, პრინსს და მის 1984 წლის საკულტო პროექტს Purple Rain, რომელიც ამ სახელწოდების სიმღერას, ალბომსა და ფილმს მოიცავს.
Published 05/31/20
პოდკასტის ეს ეპიზოდი ეძღვნება მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ ისტორიკოსს, ერიკ ჰობსბაუმს და მის “ეპოქების“ ოთხტომეულს, რომელიც საფრანგეთის რევოლუციიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდს მოიცავს და შეუცვლელ ტექსტებად ითვლება ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
Published 05/16/20
„ასათიანის კუთხეში“ დღეს განცდაზე ვსაუბრობთ. შიშზე, რომელსაც ზიგმუნდ ფროიდი „Das Unheimliche“-ს უწოდებს და რომელსაც აღძრავს ერთდროულად ნაცნობისა და უცხოს, ჩვეულებრივისა და შემზარავის კომბინაცია.
Published 04/27/20
პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში კორონავირუსის პანდემიაზე ვსაუბრობთ - ვცდილობთ გავარკვიოთ, რა როლი აქვს ამ ახალი ვირუსის გავრცელებაში ადამიანის ქმედებას და რა დასკვნას გამოვიტანთ ამ ყველაფრიდან, თუკი საერთოდ შეგვწევს კოლექტიური დასკვნების გამოტანის უნარი.
Published 04/13/20
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელ ეპიზოდში ვლაპარაკობთ სექსუალური აღზრდის მნიშვნელობაზე, ქალის სექსუალობის კონტროლზე, პორნოგრაფიის ჟანრზე, რომელიც - სამწუხაროდ - ახალგაზრდებისთვის ლამის სექსის სახელმძღვანელოდ არის ქცეული. ჩვენი სტუმარია ანდრეა ბარიკა, დამფუძნებელი ონლაინპლატფორმისა O.school.
Published 02/27/20
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი გამოშვება ეძღვნება 1950-იანი წლების ამერიკის ბიტის თაობას, თუ ბიტნიკების მოძრაობას და გვიყვება მის მთავარ ფიგურებზე და ტექსტებზე - მათ შორის ჯეკ კერუაკის რომანზე „გზაზე“ და ალენ გინზბერგის პოემაზე „ყმუილი“.
Published 02/17/20
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი მოგითხრობთ ამერიკელ მწერალზე და აქტივისტზე, ჯეიმს ბოლდუინზე. კაცზე, რომელმაც ზრდასრულობაში შეაბიჯა წამგებიანი პოზიციებიდან - იყო შავკანიანი, ღატაკი, ნიჭიერი და გეი - დღეს კი მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე დასავლეთის ლიტერატურაც და ისტორიაც.
Published 02/02/20
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება კულტურის მკვლევრის, გიორგი მაისურაძის წიგნს „სხვა ენა“, რომელიც მოგვითხრობს ენისა და პოლიტიკური, კულტურული, კლასობრივი ძალაუფლების ურთიერთმიმართებაზე.
Published 12/20/19
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია ბელგიელი ფსიქოანალიტიკოსი, პოლ ვერჰაგი, რომელმაც 1998 წელს სახელი გაითქვა წიგნით „სიყვარული მარტოობის ჟამს: სამი ესე ლტოლვასა და სურვილზე“.
Published 11/29/19
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება ტონი მორისონს, ჩვენი დროის უდიდეს მწერალს, პირველ აფრიკელ-ამერიკელ ქალ ავტორს, რომელიც ნობელის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა და რომელსაც ეკუთვნის მონობის ისტორიის შესახებ დაწერილი უმნიშვნელოვანესი ტექსტი - რომანი სახელად “Beloved”/”საყვარელი“.
Published 11/10/19