Episodes
ეპიზოდი ეთმობა არგენტინელ მწერალს, ხორხე ლუის ბორხესს და მის ფიქციებს - ინტელექტუალურ, ფანტასტიკურ ლაბირინთებს დროზე, სივრცეზე, სამყაროსა და უსასრულობაზე, რომლებმაც „მხატვრული ლიტერატურა“ თვისებრივად შეცვალა.
Published 03/02/24
ეპიზოდი ეძღვნება ლონდონელ ირლანდიელ მუსიკოსს და პოეტს, 2023 წლის 30 ნოემბერს გარდაცვლილ შეინ მაკგაუენს და მის ბენდს - „კელტური პანკის“ ლეგენდარულ ჯგუფს The Pogues.
Published 01/06/24
ეპიზოდი ეთმობა წიგნს სათაურით „ღამის ხედვა: საკუთარი თავის დანახვა ბნელი განწყობების მეშვეობით“ - ფილოსოფოსი ქალის, მარიანა ალესანდრის ლირიკულ მედიტაციას იმ სიმართლეზე, რომელსაც ჩვენი ტკივილიანი და მუქი ემოციები გვასწავლიან ადამიანად ყოფნის მდგომარეობის შესახებ.
Published 10/16/23
ეპიზოდი ეძღვნება მექსიკელ მწერალს, ხუან რულფოს და მის „პედრო პარამოს“ – 1955 წელს გამოცემულ ლეგენდარულ რომანს შვილზე, რომელიც წარსულის აჩრდილებით მოცულ სიზმრისეულ ქალაქში მამის საპოვნელად ჩადის.
Published 09/19/23
ეპიზოდში მოგიყვებით ორ პარალელურ ისტორიას - ფსიქიატრიის, როგორც დარგის ამბავს, და იმას, თუ როგორ ესმოდათ ადამიანებს სიგიჟის ფენომენი სხვადასხვა ეპოქაში, როგორ აღწერდნენ მას ხელოვნებაში. ჩვენი სტუმარია ენდრიუ სკალი, რომელსაც ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევრებს შორის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევენ.
Published 07/07/23
ეპიზოდში შევხვდებით ნატა ტალიკიშვილს - 32 წლის ტრანსგენდერ პერფორმერს, აქტივისტს, კულინარსა და მებაღეს, რომელიც თბილისის სუბკულტურულ ცხოვრებას უნიკალურ სანახაობას მატებს, საჯარო მონოლოგის ფორმით - და თავის რთულ ცხოვრებისეულ გზას სხვების მიმართ სოლიდარობისა და იმედის წყაროდ აქცევს.
Published 06/15/23
ეპიზოდი ეძღვნება ვალტერ ბენიამინს, გერმანელ ფილოსოფოსს და კრიტიკოსს, რომლის მიერ 1930-იან წლებში შემუშავებულმა იდეებმაც უდიდესი გავლენა იქონია ვიზუალური ხელოვნების, ურბანული სივრცის, თუ ევროპული მოდერნულობის თანამედროვე აღქმაზე.
Published 04/29/23
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ენიგმატური მწერლის, ფრანც კაფკას ბიოგრაფიას და მის იმ უნიკალურ, სიზმრისეულ წარმოსახვას, რომელმაც, მათ შორის, წარმოშვა თანამედროვე ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ტექსტები - „გარდასახვა“, „პროცესი“ და „გოდოლი“.
Published 02/28/23
ეპიზოდში ვიხსენებთ ბლუზის ამერიკელ მომღერალს, უნიკალურ ჯენის ჯოპლინს, რომელსაც წელს, 19 იანვარს, 80 წელი შეუსრულდებოდა.
Published 01/18/23
ეპიზოდი ეძღვნება ინგლისში მცხოვრები ამერიკელი პოეტის, ტომას სტერნზ ელიოტის 1922 წლის პოემას The Waste Land, „უნაყოფო მიწა“, რომელსაც ლიტერატურის ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს ბოლო ასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისურენოვან პოეტურ ტექსტად.
Published 12/01/22
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების დაფუძნების ისტორიაზე - რევოლუციურ ომზე, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, საკონსტიტუციო ყრილობაზე, პირველ კაბინეტზე, ჯორჯ ვაშინგტონზე და მონობის პრობლემაზე, რომელიც ამ ისტორიას მძიმე და პარადოქსულ აჩრდილად გასდევს.
Published 10/26/22
ეპიზოდი ეძღვნება დიდ ირლანდიელ მწერალს, ესთეტიციზმისა და გონებამახვილობის სიმბოლოს, ოსკარ უაილდს - მის ბრწყინვალე, დრამატულ ცხოვრებაზე და უნიკალურ ლიტერატურაზე მოგვითხრობს უაილდის ბიოგრაფი, ბრიტანელი ისტორიკოსი მეთიუ სტერჯესი.
Published 09/18/22
როგორ მოხდა, რომ ევროპის საზოგადოებები, რომლებშიც შუა საუკუნეებში რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტების ძალაუფლება ლამის ყოვლისმომცველი იყო, მძლავრად სეკულარულ, თუ „პოსტრელიგიურ“ საზოგადოებებად ჩამოყალიბდნენ? ამ ამბავს მოგვითხრობს პროტესტანტული ქრისტიანობის ბრიტანელი ისტორიკოსი, ალეკ რაირი.
Published 07/26/22
ეპიზოდი ეძღვნება ლუ ანდრეას-სალომეს, ევროპაში რუსეთის იმპერიიდან ჩასულ მწერალს, ესეისტსა და ფსიქოანალიტიკოსს - ქალს, რომელიც იყო ფროიდის, ნიცშესა და რილკეს ინტელექტუალური მეგობარი და შთამაგონებელი ფიგურა.
Published 06/28/22
ეპიზოდის სტუმარია ნორვეგიელი ფილოსოფოსი, ლარს სვენდსენი, ავტორი წიგნისა „მარტოობის ფილოსოფია“ - რომელიც გვიყვება მარტოობის, როგორც ფენომენის და ემოციის ისტორიაზე დასავლეთის სააზროვნო სივრცეში.
Published 05/21/22
ეპიზოდში საუბარია მარიამ მაგდალინელის სახის ტრანსფორმაციაზე კულტურულ წარმოსახვაში, ქრისტიანობის და ხელოვნების ისტორიაში - და იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ის, როგორც მთავარი მოწმე, ქრისტიანობის უდიდეს იდუმალებაში, აღდგომის საიდუმლოში ასრულებს.
Published 04/23/22
ეპიზოდი ეძღვნება ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს - რომლის უკვდავმა დისტოპიურმა რომანმა, „1984-მა“ - ისევე, როგორც ზედსართავმა „ორუელიანური“ – უკრაინაში რუსეთის სისასტიკის ფონზე ამ დღეებში მორიგ ჯერზე შეიძინა დამზაფვრელი წინასწარმეტყველების აურა.
Published 03/18/22
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია ამერიკელი მწერალი, მეგი ნელსონი, თავისი საკულტო წიგნით „არგონავტები“ - რომელიც ახლებურად ფიქრის საშუალებას გვთავაზობს გენდერის, სექსუალობის, იდენტობის, სიყვარულის და დედობის თემატიკაზე.
Published 02/22/22
„ასათიანის კუთხის“ სტუმარია მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ავტორის, სილვია პლათის ბიოგრაფი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ჰეზერ კლარკი, რომელიც პლათის ხანმოკლე ცხოვრებაზე და მხურვალე მემკვიდრეობაზე გვიყვება.
Published 02/01/22
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ალექსანდრევ კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“, რომელსაც 2021 წელს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრემია, FIPRESCI ერგო.
Published 01/17/22
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ვილჰელმ რაიხს - ადრეული პერიოდის ავსტრიელ ფსიქოანალიტიკოსს, ფრაზის „სექსუალური რევოლუცია“ ავტორს, რომლის იდეებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეოცე საუკუნის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მოძრაობებისთვის.
Published 12/04/21
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება მეოცე საუკუნის კულტურის მნიშვნელოვან ავტორს, იტალიელ პოეტს, კინორეჟისორს, მწერალს, დრამატურგს, მხატვარს და მოაზროვნეს, პიერ პაოლო პაზოლინის - რომლის დაბადების მეასე წლისთავსაც მისი თაყვანისმცემლები 2022 წელს იზეიმებენ.
Published 11/19/21
ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ამორძალებზე - ძველი დროის მეომარი ქალების ლეგენდაზე და ცხოვრებაზე, და გიამბობთ თბილისში, ზემოავჭალაში, 1927 წელს აღმოჩენილი სამარხის შესახებ, რომელიც ამორძალის მსგავსი მეომარი ქალის უძველეს სამარედ არის მიჩნეული.
Published 09/13/21
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება პრერაფაელიტებს - ახალგაზრდა მეამბოხე მხატვრების ჯგუფს, რომელიც 1848 წელს, ლონდონში შედგა და ევროპის ხელოვნებას ახლებური, გაბედული ხედვა, კონცეფცია და მგრძნობელობა მოუტანა.
Published 08/22/21