Episodes
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს გენიალური იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის, „ღვთაებრივ კომედიაზე“.
Published 11/20/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“გთავაზობთ საუბარს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე, ნობელის პრემიაზე, და მის წლევანდელ ლაურეატზე, დიდ ამერიკელ პოეტ ქალ ლუიზ ელიზაბეთ გლიუკზე.
Published 10/26/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს სიყვარულის, როგორც მოტივის, ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ გამოყენებაზე სტენდალის რომანში „წითელი და შავი“.
Published 10/12/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ევროპული ლიტერატურის პირველ ძეგლზე, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლიტერატურულ შედევრზე, ჰომეროსის „ილიადაზე“.
Published 09/21/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“ გთავაზობთ საუბარს ერთ მშვენიერ, წარმატებულ წიგნსა და მის არანაკლებ წარმატებულ კინოვერსიაზე. ვგულისხმობ ამერიკელი მწერლის, თომას ჰარისის, რომან „კრავთა დუმილს“ და მის ეკრანიზაციას.
Published 09/15/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით „ლიტერატურა და მუსიკა“ გთავაზობთ საუბარს მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის პირველი მესამედის გიგანტებზე ლიტერატურასა და მუსიკაში, იოჰან ვოლფგანგ გოეთესა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენზე.
Published 09/07/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „ჟანრი“ გთავაზობთ საუბარს ტრაგედიის, როგორც ლიტერატურული ჟანრის, დაბადებაზე. ტრაგედია დაიბადა ძვ.წ. 634 წ. 23 ნოემბერს. როგორ მოხდა ეს ამბავი?
Published 08/31/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“გთავაზობთ საუბარს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე, ნობელის პრემიაზე და მის 1925 წლის ლაურეატზე, სახელგანთქმულ ბრიტანელ, კერძოდ, ირლანდიელ დრამატურგზე, „მეორე შექსპირად“ წოდებულ ჯორჯ ბერნარდ შოუზე.
Published 08/24/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ უკვე ტრადიციულად ქცეული რუბრიკით „პარალელი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის გიგანტებზე – დიდ სპარსელ პოეტ ნიზამი განჯელსა და ჩვენს რუსთაველზე.
Published 08/03/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumenum („ძეგლი ავაგე“), რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პოეტურ ნიმუშებზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის შედევრზე, რომელსაც პოეტი „საპროგრამოს“ უწოდებდა, – „მთაწმინდის მთვარეზე“.
Published 07/13/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს დიდ იტალიელ პოეტზე, იტალიური სონეტის მამაზე, ფრანცესკო პეტრარკაზე და მისი პოეზიის მთავარ სუბიექტზე, ლაურაზე.
Published 07/06/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს დრამატურგზე, თანამედროვე კომედიის მამაზე, განსხვავებით კომედიის ძველი მამისგან, არისტოფანესგან, რომელიც უფრო სიტყვის აბსოლუტური თავისუფლებისა და პოლიტიკური სატირის სფეროში დარჩა.
Published 06/26/20
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Dichtung und Wahrheit („პოეზია და სინამდვილე“) გთავაზობთ საუბარს ისტორიული სინამდვილის ასახვაზე ლიტერატურაში, კერძოდ, საბჭოთა გულაგის საშინელებათა ასახვაზე დიდი რუსი მწერლის, ვარლამ შალამოვის, მოთხრობებში, რომელთაც საერთო სათაური, „კოლიმური მთხრობები“, აერთიანებთ.
Published 06/22/20