Episodes
ჰელენა გეორგე (ელენე ხურციძე-ვენკი) მსახიობია მიუნხენში, თეატრის მსახიობი. თავის ქმართან, მიხაელ ვენკთან ერთად უძღვება ბავარიის დედაქალაქში „იოჰანეს გალის თეატრს“, რომელიც საწვრთნელი ცენტრიც არის დიდისა და პატარისათვის. ჰელენა გეორგე ქოუჩიც არის, რეჟისორიც, ბავშვების აღმზრდელიც და მხატვარიც.
Published 04/20/24
გურამ ჩაჩანიძე ათენელი არტისტია. გვიამბობს ფოტოხელოვნებაში ძვრებზე, ათენში გადაღების უპირატესობაზე და იმაზეც, რომ ეს ქალაქი კვალს ამჩნევს არტისტს. ბოლო გამოფენა ქალთა უფლებებს ეხებოდა: „ადამის ნეკნი, ტიპოგრაფიული შეცდომა“. მისი პიესა კი მწვავე თემაზეა: საბერძნეთში სამუშაოდ წასულ ქალებზე.
Published 04/15/24
მირიან გამრეკელაშვილი ბავარიაში ცხოვრობს, იქ დაიცვა სადოქტორო თემა. მიუნხენში მოიკიდა ფეხი ოჯახთან, ცოლსა და გოგონასთან ერთად. თეოლოგის დოქტორი, მკვლევარი, კათოლიკური ეკლესიის „კარიტასად“ წოდებულ სოციალურ სამსახურში სოციალური მუშაკია, მისი ძირითადი საქმიანობა უცხოეთიდან ჩასულ ადამიანებზე ზრუნვაა.
Published 04/08/24
საბერძნეთის ბევრ თეატრში არაერთი როლი უთამაშია დავით მალტეზეს (მაღალთაძე). თეატრის მსახიობი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკის ავტორი, მომღერალი, საბერძნეთში ეპიდავროსის თეატრის სცენაზე დგას, ამჟამად მუშაობს ესქილეს, ბევრი მკვლევრის მიერ მთავარ ნაწარმოებად მიჩნეულ, „ორესტეაზე“.
Published 03/23/24
პოდკასტი „შინ უცხოეთში“ ბერლინში გამართულ თეატრალურ წარმოდგენაზე გიამბობთ.  ქართულ-გერმანული „პენთესილეა. რეკვიემი“ ნინო ხარატიშვილმა დადგა თავისივე  დრამის მიხედვით. პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე ბერლინში პრემიერას დაესწრო.
Published 03/11/24
ექიმობა, გელა ზასოხაშვილი ფართო პროფილის ქირურგი და ორთოპედია, მისი პროფესიაა. ვაზის მოვლა, გერმანიაში ქართული ჯიშების გახარება და ღვინის დაწურვა-დაყენება გერმანიაში გაღვიძებულმა მიწის სიყვარულმა ასწავლა.
Published 01/28/24
ღამე, სიზმარშიც ვხედავ ხოლმე ახალ ფორმებს, ახალი ქმნილების მოდელს, ვიღვიძებ და ესკიზს ვაკეთებო. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მე მინდა, რაც ჩემს სულს გაუხარდებაო, ამბობს მაია სააკაძე ახლა.
Published 12/30/23
ქეთი ნოგიევა იტალიაში, ფლორენციაში ცხოვრობს. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს იტალიაში წასვლაზე, იქ განცდილსა და მიღწეულზე, საქართველოში დატოვებულ პატარა ევასა და ქართულ-იტალიურ ტელევიზიაზე - ცხოვრების ახალ ფურცელზე.
Published 12/02/23
სიმარტოვეში სიკვდილი, ავადმყოფობის შიში, იძულება - ავსტრიის ხელისუფლებას ჩაბარდნენ მძიმე სენით შეპყრობილები - ესაა პოდკასტის ამ სეზონის თემები. ავტორი, ოქროპირ რუხაძეს ვენაში მცხოვრები ლიკა კევლიშვილი ესაუბრება იმაზე, როგორ ეხმარება და ტკივილს უმსუბუქებს ის ავსტრიაში სამკურნალოდ ჩასულებს.
Published 11/12/23
არტისტი გოჩა გაიოზი (შათირიშვილი) 27 წელიწადია, არგენტინაში ცხოვრობს. ხელოვანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, პოდკასტის ავტორ ოქროპირ რუხაძესთან ერთად, მოგიყვებათ წარსულზე, ბუენოს-აირესში კულტურულ ცხოვრებაზე და აგიხსნით, ხვალისთვის ხვალემ რატომ უნდა იზრუნოს.
Published 10/29/23
ბელა მახარაძე მევიოლინეა - მუსიკოსების ოჯახის დედა გერმანიაში. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, როგორ შექმნეს კავკასიის კამერული ორკესტრი გერმანელ მუსიკოსთან, მომავალ მეუღლესთან ერთად, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ბელა...
Published 10/15/23
იტალიაში, პეზაროში ცხოვრობს პიანისტი მარი ბათილაშვილი. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, რატომ ჩავიდა იქ 12 წლის წინ, როგორ გახდა ჯუზეპე დი კიარას მოწაფე და როგორ დაუკრა ვატიკანში, რომის პაპის თანდასწრებით.
Published 09/16/23
ფერმწერმა და პოეტმა, გიორგი დუნდუამ გერმანიაში გაატარა 20-ზე მეტი წელიწადი. ახლა თბილისშია ოჯახთან ერთად. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უხსნის ის, რას განიცდის თბილისში, თავის სახელოსნოში გამოფენის წინ გაჩენილი ხანძრის გამო და ბერლინზე, თბილისზე, მეუღლესა და სიყვარულზე დაწერილ ლექსებს კითხულობს.
Published 09/09/23
პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე დღეს გიამბობთ ვერა მურღულიაზე. ვერა საქართველოში სათავგადასავლო ავტორბოლის დამაარსებელია. სამი შვილის დედა ჰყვება, როგორ ასწავლიდა სტუნტობისას ვინდსერფინგს, რატომ დარჩა საფრანგეთში სწავლის მერე და როგორ უყვარს საჭის ტრიალი.
Published 08/27/23
პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე დღეს გიამბობთ ვერა მურღულიაზე. ვერა საქართველოში სათავგადასავლო ავტორბოლის დამაარსებელია. სამი შვილის დედა ჰყვება, როგორ ასწავლიდა სტუნტობისას ვინდსერფინგს, რატომ დარჩა საფრანგეთში სწავლის მერე და როგორ უყვარს საჭის ტრიალი.
Published 08/27/23
დაჩი ხუციშვილი ბრიტანეთში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა და შემდეგ სამშენებლო-საინჟინრო სფერომ გაიტაცა. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, დაჩი უამბობს, რატომ ჩამოშორდა ფეხბურთის თამაშს, როგორ გახდა პროფესიონალი სამოქალაქო ინჟინერი და როგორი ხალხია შოტლანდიელები.
Published 08/20/23